შეზღუდვები პენიტენციურ დაწესებულებებში

28 ნოემბერი 2020, 15:18 1281 ნახვა

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2021 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.

მათვე განმარტებით, მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი