არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით პოლიტიკური გაერთიანება „სახე + „-ის ლიდერი ედნარ ბაგრატიონი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ შიმშილობას განაგრძობს. მაჟორიტარობის კანდიდატმა პროტესტის უკიდურეს ზომას არჩევნების შედეგების გამო მიმართა და საკვების მიღებაზე უარს უკვე მე-12 დღეა ამბობს. როგორ მოიქცევა შიმშილობიდან მე-14 დღეს იტყვის.
არ უერთდება დანარჩენი ოპოზიციის ნაწილს, თუმცა მოთხოვნები იგივე აქვს - ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის მეშვეობით. როგორც ამბობს, მასთან ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა, მაგრამ თავად აპირებს უახლოეს დღებში მიმართოს მთავრობის თავმჯდომარეს.