რესტორნების და დისტრიბუტორთა ასოციაციების ხელმძღვანელების პროგნოზები

27 ნოემბერი 2020, 11:17 1108 ნახვა

დისტრიბუტორთა და რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასეს და ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შესაძლო კოლაფსზე ისაუბრეს. განმარტავენ, რომ ახალი შეზღუდვების შემდეგ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ხაზს უსვამენ სარესტორნო ბიზნესს და სასტუმროებს. 

ამბობენ, რომ პატარა და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი შეწყვეტს  ბაზარზე ოპერირებას, რადგან ვერ შეძლებენ არსებულ რეალობაში თავის გადარჩენას. ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება გამოიწვია იმან, რომ რეგულაციების დაცვა მკაცრად არ კონტროლდებოდა შესაბამისი სამსახურების მიერ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი