აჭარაში covid-19 კიდევ 664 ადამიანს დაუდასტურდა 

27 ნოემბერი 2020, 11:04 1005 ნახვა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში. გარდაიცვალა 6 პაციენტი, აქედან ოთხი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ამ ეტაპზე რეგიონის კლინიკებში 2 724 ადამიანი მკურნალობს.  მძიმე პაციენტია 154, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 49 პაციენტი.

საქართველოში 3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 2 039-აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 458, აჭარაში -1 034, ხოლო იმერეთში - 35.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში