ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

22 ნოემბერი 2020, 13:22 1245 ნახვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი 81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა დაისაკუთრა. 73 კგ.-ში ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოუტანა საქართველოს, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: 81კგ. ლუკა მაისურაძე,90.კგ ბექა ღვინიაშვილი,+100კგ. ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი.

საქართველოს სახელით სულ 11 სპორტსმენი გამოვიდა და ექვსმა მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო. გუნდური პირველობა საფრანგეთის ნაკრებმა არავის დაუთმო, მეორეზე გავიდა რუსეთის ძიუდოს ნაკრები, ხოლო მესამე საქართველო. 

ევროპის ჩემპიონატზე სულ 40 ევროპული ქვეყნის 345 სპორტსმენი ასპარეზობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში