ბათუმის "დინამომ" ახალი სტადიონი მოგებით გახსნა

21 ნოემბერი 2020, 20:09 1883 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" ახალ სტადიონზე გორის "დილა " მიიღო და 1-0 დაამარცხა. ბათუმელებმა ახალი სტადიონი მოგებით გახსნეს.

პირველ ნახევარში 41-ე წუთზე გორელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა ჯაბა ჯიღაურმა მისი რეალიზება ვერ მოახერხა. პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა.

მეორე ნახევარის 68-ე წუთზე ვაგნერ გონსალესის პასით გიორგი ნიქაბაძემ ანგარიში გახსნა და ბათუმის "დინამო" დაწინაურდა.

78-ე წუთზე ბათუმელმა ნახევარმცველმა ბენჟამინ ტეიდიმ მეორე ყვითელი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

92-ე წუთზე გორელებმა გაიტანეს, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, მთავარმა მსაჯმა ხარიტონაშვილმა გოლი არ ჩათვალა. ამ დროისთვის 14 შეხვედრაში ბათუმის "დინამოს" 29 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.

ასევე 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული თბილისის "დინამოს" რომელსაც 31 ქულას აქვს და გათამაშების ლიდერია. გამოტოვებულ შეხვედრას ბათუმის "დინამო" 26 ნოემბერს თბილისის "ლოკომოტივს" საკუთარ მოედანზე მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში