აჭარაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

21 ნოემბერი 2020, 11:02 986 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 959 პაციენტი. მძიმეა 149, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 47 პირი. 

აჭარაში კოვიდ სასტუმროშია მოთავსებული 1 672 პირი, საკარანტინო სივრცეშია 1 022, თვითიზოლაციაში იმყოფება 19 161 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში