აჭარაში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

20 ნოემბერი 2020, 11:07 963 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი.  განახლებული სტატისტიკის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 942 პაციენტი, მათან 135-ის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  118 პირი.

აჭარის მასშტაბით, კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული 1 646 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 16 379, საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული 1122 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი