ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშში-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს. სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და კათოლიკოს - პატრიარქთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.