საპროტესტო აქცია უსკოსთან

18 ნოემბერი 2020, 15:05 1067 ნახვა

ბათუმში უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობასთან მოძრაობა „იმოქმედეს" და „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია- პერფორმანსი მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა, უსკო-ს შენობასთან ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას და უსკო-ს ხელმძღვანელის პარმენ ჯალაღონიას ფოტოები ბუშტებზე დაამაგრეს და ცაში გაუშვეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან უნდა გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. მათივე თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში