ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა დასრულდა

18 ნოემბერი 2020, 10:09 1561 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. 

ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა. 

''სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მაიკ პომპეო თბილისს გუშინ საღამოს ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

რამდენიმე წუთში, დაიწყება სახელმწიფო მდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. შემდეგ მაიკ პომპეო შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი