მაიკ პომპეო მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

17 ნოემბერი 2020, 15:46 1821 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა ვერ გამოძებნა დრო  ქვეყანაში ჩასულ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შესახვედრად. სტამბოლში ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღიარა ვაშინგტონსა და ანკარას შორის უთანხმოების არსებობა. რაც შეეხება მომხდარის მიზეზს, ამერიკელმა დიპლომატმა ყველაფერი თურქეთის ლიდერის გადატვირთული სამუშაო გრაფიკით ახსნა.  

მაიკ პომპეო სტამბოლში კონსტანტინეპოლის პატრიარქს ბართლომეოს შეხვდა. დედაქალაქ ანკარაში ვიზიტი არ არის დაგეგმილი. პომპეომ და მსოფლიო პატრიარქმა თურქეთსა და რეგიონში არსებული რელიგიური საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დროს მხარეებმა „მსოფლიოში რწმენის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.“ ივლისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთების გამო თურქეთის ხელისუფლება ღიად გააკრიტიკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში