„მმართველი გუნდი საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მიყვანას 21 ნოემბერს ძალდატანებით გეგმავს“ - ირწმუნებიან ნაციონალურ მოძრაობაში და განცხადების პარალელურად ასაჯაროებენ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც მათივე მტკიცებით, აგიტატორი მოქალაქეს მოუწოდებს მხარი რესან კონცელიძეს დაუჭიროს და ამას შესაბამისად აღრიცხავს კიდეც.
ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე ირწმუნება, რომ ასეთ დავალებებს აგიტატორებს მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ქალაქის მერი - არჩილ ჩიქოვანი აძლევთ.
ამასთან ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ სირცხვილის კორიდორში გაატარებენ პარტიულ ლიდერებს მმართველი გუნდიდან და მათ საარჩევნო უბნებთან დისკომფორტს შეუქმნიან. მმართველ გუნდში საპასუხო განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.