მზად ვართ დისკომფორტი შევუქმნათ არჩევნების გამყალბებლებს - ''ლელო'' სირცხვილის კორიდორებზე

16 ნოემბერი 2020, 14:13 1653 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  განაცხადა, რომ 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი უნდა მოაწყონ.

''ლელოს'' წევრები ამბობენ, რომ საკითხი ოპოზიციურ ერთობასთან საბოლოოდ შეთანხმებული არ არის და ამაზე კიდევ იმსჯელებენ.

ირაკლი კუპრაძის თქმით, არჩევნების გამყალბებლებს დისკომფორტი აუცილებლად უნდა შეუქმნან. 

''სირცხვილის კორიდორების დაანონსება ჯერ-ჯერობით არ არის ოპოზიციური ფორმატის სრულიად შეთანხმებული საკითხი. ''ლელო საქართველოსთვის'' იმ შემთხვევაში განიხილავს თუ სირცხვილის კორიდორები მოეწყობა არა მოქალაქეებისთვის, არამედ იმ უბნებზე, სადაც ხმას აძლევენ ის ადამიანები, რომლებსაც გაყალბებაში მიუძღვით წვლილი. ასეთი არის ბათუმში თორნიკე რიჟვაძე, ტიტე აროშიძე, რესან კონცელიძე და სხვები.

ასევე დილით, როცა უბნები იხსნება და მიდიან კომისიის წვერები. ადამიანები, რომლებმაც არჩევნები ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გააყალბეს და წაართვეს ქართულ საზოგადოებას არჩევანის უფლება. ეს არის ჩვენი პოზიცია. სხვა მხრივ გაიმართება კიდევ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გზით ვაპირებთ 21 ნოემბერს ერთიანად წინააღმდეგობის გაწევას იმ ფაქტისთვის, რასაც გეგმავს ''ქართული ოცნება'' მეორე ტურებში. 

შეხვედრაზე გვექნება საბოლოო პასუხი. გავივლით პარტიებთან რეკომენდაციებს, ზუსტად რა ფორმატზეა საუბარი, როგორ გავაკეთებთ და დავაორგანიზებთ. დისკომფორტი  აუცილებლად უნდა შევუქმნათ არჩევნების გამყალბებლებს, არა მოქალაქეებს, არა იმ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ არჩევანი გასაკეთებელია'' - განაცხადა ბრიფინგზე ''ლელო'' წევრმა ირაკლი კუპრაძემ. 

 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი