აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არანაირი კრიზისები და მცდელობა, რომ სიტუაცია გადავიდეს დესტრუქციულ ქმედებებში წარმატებული ვერ იქნება. საკითხს თორნიკე რიჟვაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა.
მისი თქმით, მოსახლეობამ არჩევანი უკვე გააკეთა და ხმათა უმრავლესობა ''ქართულმა ოცნებამ'' მიიღო და რეგიონში პოლიტიკური კრიზისის არანაირი წინაპირობა არ არის.
''ის, რომ საქართველოში ამომრჩეველმა გადაწყვიტა პარლამენტში იყოს მრავალპარტიული წარმომადგენლობა ''ქართული ოცნების'' უმრავლესობით, ის, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში მათ შორის რეგიონის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ იყოს ორი პარტია და აქაც ოცნების უმრავლესობით, ეს მიუთითებს რომ წარმომადგენლობითი დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში იყოს მაღალი.
მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლება განახორციელოს პარტიების მონაწილეობით ''ქართულმა ოცნებამ''. ამ ფაქტს უკვე შეეგუა, სხვა პარტიები. ეს იყო გადაწყვეტილება ქართველი ამომრჩევლის. შესაბამისად არანაირი კრიზისები და მცდელობა, რომ სიტუაცია გადავიდეს დესტრუქციულ ქმედებებში ვერ იქნება წარმატებული. ვინაიდან ჩვენ მოვიპოვეთ ხმების შესაბამისი რაოდენობა, რაც გვაძლევს საფუძველს ხელისუფლების განხორციელების. მოსახლეობას მეორე ტურებში მონაწილეობისკენ მოვუწოდებ.
ქუჩის პერფორმანსებით და აქციებით, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ. ასე, რომ ჩვენ პოლიტიკური კრიზისი არანაირი წინაპირობა არ გვაქვს. მთავარია არის, რომ ვიზრუნოთ როგორც ეკონომიკაზე, ასევე მოქალაქეების ჯანმრთელობაზე'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის სახლთან უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები განმეორებით არჩევნებს ითხოვენ.