დღეს საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს

15 ნოემბერი 2020, 11:20 1352 ნახვა

დღეს ერთა ლიგის c ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრაში საქათველოს ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს. ვლადიმერ ვაისი გასული მატჩის მსგავსად 27 ფეხბურთელით ემზადება.

სომხეთის ნაკრები კი თბილისში ჰენრიკ მხითარიანის გარეშე არის ჩამოსული. 4 შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჩრდ.მაკედონიასთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს, რაც შეხება სომხეთს, ისინი 5 ქულით მესამე ადგილზე არიან.

პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ნეიტრაულ მოედანზე პოლონეთში გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრა დღეს 21:00 საათზე ''დინამო არენაზე'' მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში