მესამე დღეა ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს. მმართველი პარტია რიგგარეშე სხდომაზე არ იკრიბება და აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ ისეთ პროცესებში, რომელიც მათი თქმით, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. ფაშინიანი სამმხრივი შეთანხმების მიღწევის შემდეგ არავის უნახავს, თუმცა იგი მოსახლეობას სოციალური ქსელით ეკონტაქტება.