სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის გამართვა დღესაც იგეგმება. გუშინ 17 ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა აქციის დროს 129 ადამიანი დააკავეს.
სომხეთის ოპოზიციურმა ძალებმა ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების მიზნით, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევა ვერ შეძლეს. დეპუტატებს კვორუმისთვის სამი ხმა დააკლდათ.
ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ მიღებულ განცხადებას აპროტესტებენ.