დღეს საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

12 ნოემბერი 2020, 11:41 1343 ნახვა

დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიაა დასამარცხებელი. დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ გუნდს ტრავმის გამო, გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი დააკლდება. მატჩამდე ორი დღით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

რაც შეეხება მაკედონელებს მათ ტრავმის გამო ენის ბარდი არ ჰყავთ, ხოლო კირე რისტევსკის და კრსტე ველოვსკის კორონავირუსი დაუდასტურდათ. გუნდთან ერთად იმყოფება არიენ ადემი, თუმცა ტრავმის გამო მისი თამაში საეჭვოა.

დღევანდელ დაპირისპირებას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრის ენტონი ტეილორის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე ასევე იმუშავეს ვიდეორეფერიც. მატჩი გულშემარტკივრების გარეშე ჩატარდება.

საქართველო და ჩრ.მაკედონია ერთმანეთს ისტორიაში სულ ორჯერ შეხვდნენ და ისიც ამ შემოდგომაზე. ორივე დაპირისპირება ახალი ერთა ლიგის ეგიდით გაიმართა და ორივე მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველო პორტუგალიასთან ერთად ერთა ლიგაზე დაუმარცხებელი ნაკრებია. ბოლო სამ წელიწადში კი ‘’დინამო არენაზე’’ გამართული შეხვედრებიდან საქართველოს ნაკრებმა, მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო შვეიცარიის ნაკრებთან.

2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე ვლადიმირ ვაისის ხემძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ‘’დინამო არენაზე’’ 9 მატჩი მოიგო და 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა. საქართველოსა და ჩრ.მაკედონიის დაპირისპირება დღეს 21:00 საათზე ‘’დინამო არენაზე’’ დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში