საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის დროს მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანსა და ილია მეორეს შეხვდება.