პომპეოს ვიზიტი მიუთითებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ამერიკისთვის - კახა კუჭავა

11 ნოემბერი 2020, 15:13 877 ნახვა

პარტია "ქართულ ოცნებაში" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. პარტიაში აცხადებენ, რომ ვიზიტი კიდევ ერთხელ გამოხატავს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ამერიკისთვის.

"აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში პირველ რიგში მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს საქართველო ამერიკისთვის, ეს არ არის ერთი კონკრეტული მიზეზი, არის ბევრი სხვა საკითხი მათ შორის რეგიონში განვითრებული პოლიტიკური პროცესები.

ჩვენს ქვეყნებს შორის უპრეცენდენტოდ მაღალი ურთიერთობაა, რომელიც დღეს სენატის კანონპროექტში კიდევ ერთხელ დადასტურდა მაღალი დახმარებით, რომელიც  ბოლო 4 წლის მანძილზე 50 მილიონითაა გაზრდილი.  შეხვედრაზე განვიხილავთ ეკონომიკურ საკითხებსაც. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ  ძალიან კარგად ჩანს მაღალი დონის მხარდაჭერა რომელსაც ამერიკა ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიმართ გამოხატავს"-განაცხადა კახა კუჭავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში