მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება მხარეებს ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილებაში დაეხმარება. ყარაბაღის საკითხი განიხილეს სატელეფონო საუბრისას თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. ერდორანის თქმით, თურქეთი რუსეთთან ერთად გაუწევს მონიტორინგს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას ერთობლივი ცენტრის საშუალებით, რომელიც „სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება.