არჩევნების მეორე ტურს ემიჯნება ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი. ნინო ბურჯანაძე მათი სარჩელების დაუკმაყოფილებლობას უსამართლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ რამდენიმე უბანზე ხმების გადათვლით შედეგები მნიშვნელოვნად შეიცვლება. იგი არჩევნების შედეგებს საგანგაშოდ აფასებს.