თბილისის პარალელურად, გადადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ბათუმშიც მთელი ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენეს აქციის მონაწილეებმა. მათი მთავარი მოთხოვნებიც ხელახალი არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებაა. ცნობილია, რომ თბილისში შაბათის აქციისთვის ემზადებიან, მანამდე კი მხოლოდ მცირე პერფორმანსები გაიმართება.