იქნება ადეკვატური და შესაბამისი ნაბიჯები - უთხრა ჟურნალისტებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე გამოჩნდა.
მისი თქმით, კომენდანტის საათის დროს მოქალაქეების ღია სივრცეში გადაადგილება დარღვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება.
''კონკრეტულ პირებს უნდათ, რომ აქ რაღაც პროვოცირება მოხდეს, არ ვაპირებთ. ვიმოქმედებთ კონკრეტული ინდივიდუალური შემთხვევებით. ყველა პოლიციელი იმოქმედებს კანონის შესაბამისად. დარღვევა არის და აისახება შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის შესაბამისად იმოქმედებს. დაჯარიმდებიან, ღია სივრცეში გადაადგილება არის აკრძალული'' - განაცხადა ანანიაშვილმა.
საქართველოს 7 დიდი ქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა, საპროტესტო აქციები კი ბათუმსა და თბილისში გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დააანონსეს, რომ 22:00 საათის შემდეგ არ დაიშლებოდნენ და საპროტესტო აქციები გაგრძელდებოდა.
ბათუმში ამ წუთებშიც ათობით ადამიანია შეკრებილი, მათთან ერთად არიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები.