ოპოზიცია დაწესებულ შეზღუდვას არ ემორჩილება და აქციას 22:00 საათის შემდეგაც განაგრძობს

09 ნოემბერი 2020, 21:12 1036 ნახვა

ბათუმში პოლიტიკური ლიდერები აქციაზე რჩებიან, მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ  მოქალაქეებმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და  კორონავირუსს არ უკავშირდება. ხელისუფლებამ კი აღნიშნული ნაბიჯი საპროტესტო მუხტის შესამცირებლად მიიღო.

''ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ვუერთდებით ლიდერების განცხადებას და ვრჩებით ერთად. ეს არის პოლიტიკური რეგულაცია. პირდაპირ, რომ ვთქვათ არალოგიკურია, ათის ნახევარზე კოვიდი არ არსებობს და 11 - ის ნახევარზე კოვიდი მოქმედებს და მაინცდამაინც დიდ ქალაქებში?ეს არის პოლიტიკურად  განსაზღვრული რეგულაცია'' - ამბობს ​''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი ლევან ვარშალომიძე.

''ამ გადაწყვეტილების მიმღებმა, კომენდანტის შემომღებებმა, საზოგადოებას საერთოდ არ განუმარტეს გუშინ თუ შეიძლებოდა ადამიანების თავისუფლად გადაადგილება,ათი საათის შემდეგ, დღეს რა შეიცვალა? ამას ახსნა სჭირდება, თუ ამას ვერ უხსნი საკუთარ მოქალაქეებს ნიშნავს, რომ შენი ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია'' - აცხადებს მირდატ ქამადაძე. 

''მე არ მოვუწოდებ არავის ცალსახად მოსვლისკენ, იმიტომ რომ ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ''ქართული ოცნების”
ძალადობრივ პოლიტიკაზე, რომლებიც მზად არიან დარბევისთვის, ცივი წყლით მოსახლეობის დევნისთვის, გაზის გაშვებისთვის და ა.შ. მაგრამ მე ინდივიდუალურად, როგორც ერთი ადამიანი ვრჩები აქ'' - განაცხადა ''ლელოს'' წევრმა ირაკლი კუპრაძემ. 

''ჩვენ ,,ერთიანი საქართველოს'' ბოლომდე ჩვენს ხალხთან ერთად ვიქნებით იმ მოთხოვნით, რომ ხალხს ხმები დაუბრუნდეს. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები, არანაირ რევოლუციურ ამბებს არ ვგეგმავთ'' - განაცხადა გიორგი ცინცქილაძემ. 

''მიუხედავად იმ შეზღუდვებისა, რომელიც სამწუხაროდ დააწესა ხელისუფლებამ, არ ვემორჩილებით და ღამით ვრჩებით აქ, ვაპროტესტებთ. როცა გართმევენ არჩევანს ეს იმას ნიშნავს, რომ გართმევენ ღირსებას და ქვეყანას და მის დემოკრატიულ განვითარებას. შესაბამისად, არა გვაქვს მოქალაქეებს უფლება ჩვენ ეს ღირსება დავთმოთ'' - ამბობს ''ევროპული საქართველოს'' წარმომადგენელი ტარიელ ნაკაიძე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი