დღეს ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება

08 ნოემბერი 2020, 12:51 1565 ნახვა

დღეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" თავიან შეხვედრებს გამართავენ.

მეორე ადგილზე მყოფი ბათუმელები ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოს" დაუპირისპირდებიან. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ბათუმის "დინამო" ტიტულისთვის იბრძვის, ხოლო რიონისპირელებს სხვა ამოცანები აქვთ, მათ გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა უნდათ.

დღესვე პირველ ადგილზე მყოფი თბილისის "დინამო" თბილისურ დერბიში "ლოკომოტივს" შეხვდება. ეს მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

13 თამაშის შემდეგ ეროვნულ ლიგას, 28 ქულით, თბილისის "დინამო" ლიდერობს, 26 ქულა აქვს ბათუმელებს, ხოლო გორის "დილა"  მესამე ადგილზე 15 შეხვედრაში 24 ქულით იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში