ირანის სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი შეერთებულ შტატებში არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციას ეხმიანება და მას სანახაობას უწოდებს. „რა სანახაობაა! ერთი ამბობს, რომ ეს ყველაზე თაღლითური არჩევნებია ამერიკის ისტორიაში. და ვინ ამბობს ამას? პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად მოქმედია. მისი კონკურენტი კი ამბობს, რომ ტრამპი აპირებს არჩევნების გაყალბებას!
ასეთია ამერიკული არჩევნები და დემოკრატია,“- წერს ირანის სასულიერო ლიდერი „ტვიტერში“.