''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, თამარის დასახლებას 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა. მიზეზი ავარიული დაზიანებაა.
''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.