საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

05 ნოემბერი 2020, 12:00 1232 ნახვა

გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი  50-ით ნაკლები. 

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში ხმის დათვლის პროცესის შეჩერების მოთხოვნით სარჩელები შეიტანა, რაზეც „დემოკრატიული პარტიის“ ადვოკატმა მარკ ელიასმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებმა“ იციან, რომ არჩევნები წააგეს. არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია.

გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი