ბათუმის სამშობიარო სახლში ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა 

04 ნოემბერი 2020, 14:40 1475 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლში ახალშობილს covi-19 დაუდასტურდა. მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარეობა მსუბუქია. ინფიცირებულია ჩვილის დედაც, რომელიც რამდენიმე დღეა კლინიკაში იმყოფება. 

ბოლო ერთ კვირაში ცენტრში ხუთი ბავშვი დაიბადა, ტესტირების შემდეგ, მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.  

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს. ორი მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა. 

რეგიონის კლინიკებში 690 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული, მათგან 84 მძიმე, 72 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

აჭარაში სულ 5000 მდე ადამიანია ინფიცირებული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში