შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20–მდე მაშველმა მყვინთავების მომზადება-სერთიფიცირების სამთვიანი კურსი გაიარა. სწავლება მყვინთავ-ინსტრუქტორების პროფესიული ასოციაციის ეგიდით გაიმართა. შსს-ს მაშველებს ტრენინგი თბილისსა და ბათუმში ჩაუტარდათ. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს მყვინთავი-მაშველის სტატუსი მიენიჭა.