თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათასზე მეტი. სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 147 ადამიანი რჩება.
იზმირში, სადაც მიწისძვრის შედეგად რამდენი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 9 ადამიანი დააკავეს, რომლებიც აღნიშნული სახლების მშენებლობასთან არიან დაკავშირებული. იზმირში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრას ასობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.