ბათუმში, 21-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა, პოლიციამ ორი ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა 

31 ოქტომბერი 2020, 13:45 1562 ნახვა

ბათუმში, 21-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ, როგორც ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერები, ასევე ''ქართული ოცნების'' აქტივისტები.

ისინი ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ქალმა მოქალაქისთვის ტელეფონის წართმევა სცადა, რომელიც უბანთან არსებულ სიტუაციას იღებდა. თავად ქალი კი ამბობს, რომ ინციდენტის დროს დაშავდა და ხელზე აქვს დაზიანება. 

საარჩევნო უბნის მიმდებარედ ადამიანები კვლავ სამარშრუტო ტაქსებით მივიდნენ. სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ორი ადამიანი წაიყვანეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი