თურქეთში მომხდარი მიწისძვრა იზმირის მიმდებარე ქალაქებში იგრძნობოდა, ასევე სტამბოლში. იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ბიძგები შესამჩნევი იყო, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია ქართველების დაღუპვის ან დაშავების შესახებ.
იმის გამო, რომ მათი თქმით შესაძლოა განმეორებითი ბიძგები ისევ დაფიქსირდეს რიგ რაიონებში, შენობებში ვერ შედიან.