სისტემური ლოქდაუნი სახელმწიფოში არ იქნება - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 14:27 1187 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყანაში სისტემური ლოქდაუნი არ იქნება. გიორგი გახარიას თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე  დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ხმების მოსაპოვებლად იყენებს. 

''ბევრი იყო საუბარი, რომ წინასაარჩევნო კონტექსტში ლოქდაუნთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი მაგალითია არჩევნებამდე რამდენიმე  დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები, როგორ იყენებენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. 

მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ ქვეყანაში სისტემური ლოქდაუნი არ იქნება და ვერ იქნება.  იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, კონკრეტული მიმართულებით. 

ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში დღეიდან უკვე, აქვს  ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მინიმალურ  ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. ვირუსი გადაივლის, დავამარცხებთ ეკონომიკას და ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურის აღდგება გახდება ნომერი პირველი. კარგად მახსოვს როგორ სპეკულირებდნენ პირველი ტალღის დრო ტესტირებების რაოდენობაზე. დრომ კი ყველაფერი აჩვენა. 

მეორე ტალღის ეფექტურობა შეფასებული იქნება რამდენიმე კრიტირიუმით და ეკონომიკური რესურსის შენარჩუნება და მინიმალური ზიანი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი'' - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკის აღდგენა ნომერ პირველი ამოცანაა.

''სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში არის დასული მინიმუმამდე და იყო -0,7%. ეს პირდაპირ მიუთითებს სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალზე. ამ მონაცემების დაყრდნობით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები ერთმნიშვნელოვანად აფიქისრებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე რეალური შანსი ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში იყოს ლიდერი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ეს წარმატება შევინარჩუნოთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი