ფერიის სასაფლაოზე წყალი დაკეტეს. ყვავილებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ონკანი, რომელიც შეკეთებას საჭიროებდა აიპი „ფერიის სასაფლაო“-ს ადმინისტრაციამ საერთოდ მოხსნა. მათი თქმით სასმელ წყალს ისინი სახლიდან ეზიდებიან, უწყლობა პრობლემას როგორც ამბობენ ჭირისუფალს უქმნის. ფერიის სასაფლაოზე კი რომელიც 20 ჰექტარამდეა 37 ათასზე მეტი საფლავია. სასაფლაოების ადმინისტრაციაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ამბობენ, რომ წყალის24 საათიანი უკონტროლო დინებისა და მაღალი გადასახადის გამო გათიშეს. ადმინისტრაციაის განმარტებით ჭირისუფალს სასსფალაოსთან არსებული სხვა ონკანით შუძლია სარგებლობა, რომელიც უშუალოდ ადმინისტრაციის გვერდითაა დამონტაჯებული.