აქცია ქობულეთი

29 ოქტომბერი 2020, 18:43 2163 ნახვა

საპროტესტო აქცია გამართეს  დაბა ოჩხამურში მცხოვრებლებმა. ისინი სოფელში ფეხბურთის მოედანს, სპორტულ დარბაზსა და სკვერს  ითხოვენ.   აქციაზე სოფელში მოქმედი სპორტული კლუბის წევრებიც იმყოფებოდნენ, მათი ინფორმაციით, ამ მოთხოვნით 2-წელია მიმართავენ ქობულეთის მერიას, თუმცა უშედეგოდ.  დაბა ოჩხამურის სპორტულ  კლუბ "რაკეტაში" 60-ბავშვი ვარჯიშობს.    ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ იციან პრობლემის შესახებ და სახართაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილია, დაგეგმილია  სტადიონის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოებისთვის 150 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი