„ახალი განზომილება - რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ - საარჩევნო პროგრამა და პარტიული სია „თეთრებმა“ აჭარაში დღეს წარადგინა. თემურ შაშიაშვილი ამბობს, რომ პროგრამა და სიაც მეცნიერებმა შეადგინეს და ახლა, ქვეყნისთვის უმძიმეს კრიზისში, პოლიტიკოსების და პარტიების დრო აღარ არის. პარტიას უმაღლეს საბჭოში კანდიდატები არ წარუდგენია.