ინფიცირებულთაგან ყველაზე მეტი 30-დან 59 წლამდე ასაკისაა - ამირან გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 17:30 890 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 50% 30-დან 59 წლამდე ასაკისაა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილთაგან 15% კი 60 წელზე ნაკლები ასაკის იყო.

„ბოლო მონაცემებით, 32 000 ინფიცირებულიდან ასაკობრივი სტრუქტურა ასეთია: 0-დან 1 წლამდე ჩვენ გვყავს 1% - 433 ბავშვი, 2-დან 18 წლამდე - 13% - 4058 ინფიცირებული, 19-დან 29 წლამდე 16% - 5000 ინფიცირებული, ყველაზე დიდი ჯგუფი გახლავთ 30-დან 59 წლამდე ანუ 50% ანუ 16 174 ინფიცირებული, 60-დან 79 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში -18%, 80 წელს ზემოთ კი - 2%.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, 15% გარდაცვლილების არის 60 წელს ქვემოთ, გარდაცვლილთა 30% არის 60-70 წლის ასაკში და 53, 4%“ 70 წელს ზემოთ'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი