ბანკზე თავდამსხმელის ძებნა გრძელდება

27 ოქტომბერი 2020, 15:03 1186 ნახვა

ამ წუთებში, ზუგდიდში, გუბერნიის შენობაში პრემიერი შეხვედრას მართავს. კომენტარი მედიასთან ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა. ბანკზე თავდამსხმელის საქმეზე მმართველი გუნდიდან მცირე  განცხადება მხოლოდ ნათია თურნავამ გააკეთა. ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები და ნათესავები პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, 32 წლის ბადრი ესებუას ყველა მიმართულებით ეძებენ.

ბანკზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.  სოფელ გრიგოლიში, ბადრი ესებუას სახლის ჩხრეკა გვიანობამდე გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა სხვადასხვა ნივთმტკიცება ამოიღეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი