ოპოზიციური სპექტრი არჩევნების დღეს შეეცდება გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია და განახორციელონ გარკვეული ქმედებები - წულუკიანი

27 ოქტომბერი 2020, 12:26 975 ნახვა

თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრი არჩევნების დღეს შეეცდება მიზანმიმართულად გაავრცელონ ცრუ ინფორმაციები და გარკვეული ქმედებები განახორციელონ.

მისივე განმარტებით ასეთი სქემა მათ უკვე შემუშავებული აქვთ.

"მმართველ პარტიას აქვს ამომრჩევლის 60% მხარდაჭერა, რაც კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, იციან, რომ არჩევნებს აგებენ. ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, ამ სქემის თანახმად ოპოზიციური სპექტრის რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან შექმნან ცრუ ინფორმაციები, თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები არჩევნების დღეს და რომ სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების ჩატარებას ვერ გაართვეს თავი და ამ ცრუ ინფორმაციებზე დაყრდობით განახორციელონ გარკვეული ქმედებები. ეს სქემა არსებობს და ერთ-ერთი კომპონენტი ამ სქემის, რომელიც ქართული ოცნების მონიტორინგის ჯგუფმა ღია წყაროებზე დაყრდნობით შეადგინა მინდა დღეს წარმოგიდგინოთ"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი