ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა ერთი დღით გახანგრძლივდა.
მოქალაქეებს საშუალება აქვთ 27 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე, ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში დარეკონ და გადასატანი ყუთი მოითხოვონ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, ამ ეტაპზე 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე მიმართა.
ანა მიქელაძის თქმით, ხვალ დილიდან, დაიწყება სოციალური ქსელისა და მედიის საშუალებით, ინფორმაციის მიწოდება ვადის გახანგრძლივების შესახებ.
''კიდევ ერთხელ მივმართავთ მოქალაქეებს დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51, შიდა ნომერი 0 და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.