აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჯებრაილის, ზანგელანისა და კუბალტლინის რაიონებში აზერბაიჯანული არმიის მიერ კიდევ 17 სოფლის აღების შესახებ იუწყება. ალიევის ამ განცხადების მიუხედავად ერევანი ირწმუნება, რომ თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროვოკაციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანობაში სრულდება. ,,სომხური მხარე მკაცრად იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“ - წერს ტვიტერში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
თავდაცვის სამინისტრო და დაპირისპირებული მხარეების სხვა წარმომადგენლები ერთმანეთს ზავის დარღვევეში ადანაშაულებენ, რომელც დღე დილის ადგილობრივი დროით 8 საათზე უნდა ამოქმედებულიყო.