„თავისუფალი   საქართველოს“  ლიდერმა  ქობულეთში  ჩაის  ფაბრიკა დაათვალიერა  

25 ოქტომბერი 2020, 12:00 777 ნახვა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ვაკეს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, ჩაის ქარხანაში იმყოფებოდა და პროდუქციის წარმოება რეალიზაციის დეტალებს გაეცნო. კუკავას თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მისი პარტიის პირველი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება იმპორტის შეზღუდვისა და ადგილობრივი პროდუქციის მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტი.

პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ქართული პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე უფრო მეტად რეალიზაცია, ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემის მოგვარებას. შპს ,, აგრო ფირმა ქობულეთი” 25 წელია ფუნქციონირებს. აქ წარმოებული ქართული ჩაი სარეალიზაციოდ იგზავნება ბელარუსში, უკრაინაში, მონღოლეთსა და დაღესტანში.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი