გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ადვოკატმა განაცხადა, რომ ოჯახი მოთმინებით ელოდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მირიან ნიკოლაძემ ბოლო პერიოდში ბრალდებულების ჩვენებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენებები სანდოა. რაც შეეხება ბრალდებულთა ნაწილის განცხადებას, რომ მათ ამირხანაშვილს გიორგი შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა, მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ მათ არაფერი დაეჯერებათ.