გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას დღეს ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელი შეუერთდა. პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აცხადებენ, რომ რურუა პოლიტპატიმარია და 8 მარტის შეთანხმება, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გაფორმდა ბოლომდე უნდა შესრულდეს. მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გიორგი რურუასადმი ცხადყოფს, რომ ის უკანონოდ ზის ციხეში. სამოქალაქო აქტივისტები პეტიციაზე ხელმოწერებს უკვე ერთი თვეა აგროვებენ.