კოვიდ სტატისტიკა აჭარაში

20 ოქტომბერი 2020, 11:22 1468 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პაცინეტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ორი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

"ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი 82 წლის ქალი. დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ19,ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი,სუნთქვის მწვავე უკმარისობა,შოკის სხვა ფორმები, სომნოლენცია თანმხლები:თირკმლის ქრ. უკმარისობა, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 62 წლის ქალი. დიაგნოზები: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სიმსუქნე.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 65 წლის კაცი. დიაგნოზები: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა თანმხლები: ფილტვის კიბო, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება.

ბათუმის სამედიცინო ცენტრი 40 წლის ქალი. დიაგნოზები: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი, თანდაყოლილი ცერებრული დამბლა"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს მასშტაბით კლინიკებში 2817 პირი მკურნალობს, აქედან აჭარაში 588. 

რეგიონის კლინიკებში მოთავსებული კოვიდ ინფიცირებულებიდან 69 მძიმეა, ათი პაციენტი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

აჭარაში კოვიდ სასტუმროებში 1079 მოქალაქე რჩება, ​საკარანტინე სივრცეში კი 2337 პირი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი