დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. პირველ ეტაპზე აღდგა მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება. მძღოლებს მუშაობის დაწყებამდე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელია მძღოლიც და მგზავრიც ატარებდეს პირბადეს.