უფუნქციო რეზერვუარი წაბლანაში   

17 ოქტომბერი 2020, 12:10 1581 ნახვა

წყლის  პრობლემის მოგვარებას ითხოვენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში. ადგილობრივების თქმით სოფელში  აშენებული რეზერვუარი ცარიელია და მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.

კრიზისს ჰესების მშენებლობას უკავშირებენ, რომლის გამოსწორებაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ  სცადა თუმცა უშედეგოდ. მერიაში განმარტავენ, რომ  რეზერვუარიდან  ადგილამდე შიდა დაქსელვითი სამუშაოები მომავალ წელს განხორციელდება. მიმდინარე წელს კი  საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მომდინარეობს. წყლის შემკრები ავზისთვის მერიამ გასულ წელს 300ათას ლარზე მეტი დახარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი